ორის ბუღალტერია 7 - ინდივიდუალური პრეზენტაცია - ორისი

ორგანიზაციის მართვის კომპიუტერული სისტემები

ka en

ორის ბუღალტერია 7 - ინდივიდუალური პრეზენტაცია

კომპანია „ორისი" ატარებს ინდივიდუალურ პრეზენტაციებს პროგრამის „ორის ბუღალტერია 7" ფუნქციონალის დეტალური გაცნობის მიზნით. პრეზენტაცია ჩატარდება ონლაინ, Google Meet-ის მეშვეობით.

გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენთვის საინტერესო თემატიკა და გამოგვიგზავნეთ თქვენი ორგანიზაციისთვის აქტუალური კონკრეტული, დეტალური მაგალითი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მოვამზადებთ შესაბამის პრეზენტაციას და ჩაგიტარებთ მას თქვენზე მორგებულ ფორმატში. მოგვწერეთ თქვენი ორგანიზაციის დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი გვარი და მობილური ნომერი, დამსწრეების თანამდებობები და პრეზენტაციის ჩატარების სასურველი თარიღი. პრეზენტაციები ტარდება სამუშაო დღეებში, 11:00 საათზე.

სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ აღნიშნული ინფორმაცია მეილზე: mail@oris.ge-ზე